რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ვლადიმირ იაკუნინი განმარტავს, თუ რატომ განიცდის გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსების მიმართ ანტიპატიას.
მან აღნიშნა, რომ მერკელი დაიბადა გერმანიის აღმოსაველთ ნაწილში და თავისუფლად საუბრობს რუსულად, თუმცა შეხვედრებზე ყოველთვის თარჯიმანის დახმარებით სარგებლობს. იაკუნინი მიიჩნევს, რომ კანცელარს ეშინია რუსული ენის, მას ფობია აქვს და ეს ეჭვი დამტკიცდა მასთან საუბრისას.
"მან დაამტკიცა ჩემი ეჭვი რუსული ენის ფობიასთან დაკავშირებით. ის ერთხელ შემომეგება, პირდაპირ რუსულად დამიწყო საუბარი და მითხრა, რომ მართალი ვარ. მე მართლა მეშინია რუსული ენის. ბავშვობაში საბჭოთა სამხედრომ ჩემი ველოსიპედი მოიპარა, მის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ანტიპატიურად ვარ განწყობილი რუსულის მიმართ“ - ციტირებს ავტორი.