მე დღეს "ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - "იგეგმება თუ არა კვირიკაშვილის ჩანაცვლება გიორგი გახარიათი".
"მე დღეს "ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას და მის ჩანაცვლებას შეძლებს. ეს არის ადამიანი, რომელიც აერთიანებს ყველა მიმართულების ადამიანს, რომელიც "ქართულ ოცნებაშია"წარმოდგენილი: ლიბერალურს, კონსერვატიულს, სოციალისტურს. ბოლო მომენტი რომ არ ყოფილიყო, სამუშაო მდგომარეობაში მეტ-ნაკლებად ვინარჩუნებდით ერთობას. სხვა ადამიანს, გახარია იქნება თუ სხვა, არ გააჩნია ის რესურსი, რომ ამ ხალხის გაერთიანება შეძლოს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.