დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, - ამის შესახებ გაზეთი The Times ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„ჩვენი თვითმფრინავები კვიპროსში არკოტირში ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზაზეა და ჩვენ მზად ვართ“, - განაცხადა წყარომ. 

თავის მხრივ „ბი-ბი-სი“- მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტერეზა მეი მზად არის სირიის პრო-სამთავრობო ძალების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს შეუერთდეს. 

გამოცემა The Telegraph კი იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ აშშ სირიას დაბომბავს, რაც პასუხს წარმოადგენს 7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა.