პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ

პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ

პრემიერის თხოვნა ჩემთვის ნამდვილად არ არის სულერთი და ძალიან ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს საქართველოში დაბრუნებისას, აეროპორტში განუცხადა.

როგორც ფოფხაზემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას ერთმანეთთან კომუნიკაცია ჟურნალისტების მეშვეობით არ სჭირდება.

„ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობები გვაქვს და ერთი გუნდი ვართ. ამ გუნდიდან წასვლაც არ ნიშნავს, რომ ადამიანური ურთიერთობები დამთავრდება, რომელიც მართლაც ძალიან მყარია. შესაბამისად, ჩვენ შუამავლების საშუალებით საუბარი არ გვჭირდება, დავილაპარაკებთ. ყველა იმ საკითხს, რაც პრობლემურია, ამოვწურავთ და მერე მივიღებთ, ალბათ იმ გადაწყვეტილებას, რაც მისაღებია. მე ჩემსას და ალბათ, სხვა – თავისას. ჩემთვის პრემიერის თხოვნა ნამდვილად სულერთი არ არის და ძალიან ანგარიშგასაწევია. დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.