ჩვენ საკუთარი შეფასება გვაქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, - ამის შესახენ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც Freedom House-ის ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, დიდ ყურადღებას აქცევენ ანგარიშებს, სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას.
„მე დეტალურად გავეცნობი ანგარიშს. ამ ეტაპზე ჩემი პირადი შეფასების გაკეთება არ შემიძლია. რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ ჩვენი საკუთარი შეფასება გვაქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. თქვენ გაქვთ ინფორმაცია ამაზე. ჩვენ რეგულარულად გამოვცემთ ანგარიშებს საქართველოსა დას ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგზე. ასე რომ ჩვენ ჩვენს შეფასებას ვემხრობით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებობს დიალოგის მექანიზმი. უახლოეს პერიოდში გვექნება დიალოგი ადამიანის უფლებათა საკითხზე და ასევე განვიხილავთ პრესის თავისუფლებას და სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას. არ ვიტყოდი, რომ Freedom House-ის შეშფოთებას ვიზიარებთ, თუმცა მედია და სასამართლო სისტემა ის სფეროა, რომელზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.