ჯანმოს მონაცემებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 500-მდე ადამიანი მოიწამლა

ჯანმოს მონაცემებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 500-მდე ადამიანი მოიწამლა

სირიაში, აღმოსავლეთ ღუთას ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად 500-მდე ადამიანი მოიწამლა. ამის შესახებ „ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე“ დაყრნობით საერთაშორისო მედია იტყობინება. 

ორგანიზაცია ნივთიერების დასადგენად, დეტალურ გამოძიებას და თავდასხმის ადგილის დათვალიერებას უსწრაფეს ვადებში ითხოვს. 

ოფიციალური მონაცემებით, 8 აპრილს ღუთაში ტოქსიკური გაზის გამოყენებას, ჯამში 70 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 43-ს ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. აშშ-მ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა, რომელსაც მოსკოვი უარყოფს.