თუ ქართუ ჯგუფის აქციების გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი არ გაუქმდება, მაშინ აქციების უცხოელი მფლობელები საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო დავას დაიწყებენ. შესაბამისი გაფრთხილება მთავრობას ქართუ ჯგუფის უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა მისცეს. ისინი დღეს თბილისში ჩამოვიდნენ და ქართველ ჟურნალისტებს შეხვდნენ. უცხოელ მესაკუთრეთა ინტერესების დამცველები ხაზს უსვამენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართუ ჯგუფის აქციონერი არ არის და მას არცერთ აქციონერთან კავშირი არ აქვს. ადვოკატების განმარტებით, ქონებას 16 მფლობელი ჰყავს, მათ შორის 14 უცხოური, 2 კი ქართული კომპანიაა. იურისტები ხელისუფლებას აუქციონის სასწრაფოდ შეჩერებას სთხოვენ. შეგახსენებთ, რომ აუქციონის ვადა ხვალ საღამოს 6 საათზე იწურება.