ალჟირში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

ალჟირში ჩამოვარდნილ სამხედრო თვითმფრინავში მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა

ალჟირში, ბლიდას პროვინციაში, ქალაქ ბუფარიკის აეროპორტის მახლობლად სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას არავინ გადარჩა. ამის შესახებ ტელეარხ Al Arabiya-ს ალჟირელმა სამხედრომ განუცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ალჟირის ჩრდილოეთში მდებარე ბლიდას პროვინციიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მიემართებოდა. მგზავრების უმეტესობას სამხედროები შეადგენდნენ. 

ახლა მაშველები თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ჩამოვარდნის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა გამხდარიყო.

წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.