ვიდეოექსპერტის ჩვენებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი მონტაჟია

ვიდეოექსპერტის ჩვენებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი მონტაჟია

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლოს ჩვენებას ვიდეოექსპერტი აძლევს, რომელსაც უნდა გამოეკვლია, ბუტა რობაქიძის მკვლელობის დროს გადაღებული ვიდეოჩანაწერი დედანი იყო თუ ასლი, იყო უწყვეტი კადრები, თუ მონტაჟი. 

ვიდეოექსპერტის ჩვენებით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად მონტაჟის წესითაა მიღებული. 

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული. 

ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.