ტერეზა მეიმ ტრამპს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრიტანეთს მეტი მტკიცებულებები დასჭირდება

ტერეზა მეიმ ტრამპს განუცხადა, რომ ასადის რეჟიმის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ბრიტანეთს მეტი მტკიცებულებები დასჭირდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ბრიტანეთს მეტი მტკიცებულებები დასჭირდება ასადის რეჟიმის მიერ სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, ვიდრე სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას განახორციელებს, - იუწყება ბრიტანული გაზეთი The Times.

გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა სწრაფ მოქმედებაზე, რადგან „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები დამასკოს გარეუბანში აპირებენ ჩასვლას, იქ სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საპასუხო ზომებს ემხრობა, თუ დადასტურდება რომ სირიის პრეზიდენტმა ასადმა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა და ქიმიური იარაღი გამოიყენა. მისი თქმით, საფრანგეთი დარტყმებს მხოლოდ ქიმიურ ლაბორატორიებზე განახორციელებს.

7 აპრილს დამასკოს გარეუბანში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ამერიკის შეერთებული შტატები ამაში სირიის მთავრობას ადანაშაულებს. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი აღნიშნულს უარყოფს.