Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი

Freedom House გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. 

ანგარიშის თანახმად, საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაშია. დემოკრატიის მაჩვენებლით, საქართველოს 2018 წლის ანგარიშში 4,68 ქულა აქვს (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 კი ნაკლებად დემოკრატიულს). 

შესაბამისად, საქართველოს პოზიციები შარშანდელთან შედარებთ გაუარესდა, ვინაიდან 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლის კუთხით 4,61 ქულა ჰქონდა. 

კერძოდ, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თავისუფალი მედიის რეიტინგი 4.00 ქულიდან 4.25 ქულამდე დაეცა საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის აშკარა პოლიტიზირებულობის, კრიტიკულ მედია არხზე „რუსთავი 2“-ზე ზეწოლისა და პრო-სამთავრობო კერძო ტელევიზიებს შორის მესაკუთრეობის საკითხის კონსოლიდირების გამო. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროს, ანგარიშის თანახმად, მაჩვენებელი 4.75 ქულიდან 5.00 ქულამდე შემცირდა დისიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის აზერბაიჯანში უკანონო დეპორტაციის და იმ გახმაურებული საქმის გამო, რომელშიც უცხოურმა კომპანიამ საჯარიმო სანქციები მიიღო. 

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში „არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად რჩება საქართველოს დემოკრატიულ ფუნქციონირებაში“.