გერმანიის შს სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი

გერმანიის შს სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი, - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი გეგმავს მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიაში საქართველოს საელჩო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან, ისევე როგორც ფედერალური მიწების მთავრობებთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პროცესის დროულად დასრულებას. 

“გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფან მაიერი იუწყება, რომ მაის-ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრი გეგმავს მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს. ეს პაკეტი მოიცავს ასევე საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები ძირითადად არ კმაყოფილდება და აღიარების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. გერმანიაში მოქმედი სტანდარტის თანახმად, ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, არსებული დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნას ადგილი არ აქვს და ამასთან უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვას სხვა ყველა სახის დევნისაგან. თავისთავად ის გარემოება, რომ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება კიდევ უფრო გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურას და მინიმუმამდე შეამცირებს განხილვის ვადებს. პროცედურის თანახმად, გერმანიის მთავრობის კაბინეტის თანხმობის გარდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საჭიროებს პარლამენტისა და ფედერალური საბჭოს თანხმობას. აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან, ისევე როგორც ფედერალური მიწების მთავრობებთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პროცესის დროულად დასრულებას“, - განაცხადა ელჩმა.