ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური რისკის მატარებელი იყოს „ქართული ოცნებისთვის“ ან უმრავლესობისთვის

ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკური რისკის მატარებელი იყოს „ქართული ოცნებისთვის“ ან უმრავლესობისთვის

ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა გუნდის შიგნით რაიმე ტიპის პოლიტიკური რისკის მატარებელი იყოს „ქართული ოცნებისთვის“ ან უმრავლესობისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო და მმართველი გუნდი ამით ამაყობს. 

„გარკვეულ თემებთან დაკავშირებით კენჭისყრები ტარდება თავისუფალ რეჟიმში. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ჩვენც ადამიანები ვართ და ხანდახან ემოციებს ავყვებით. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება და ჩვენ შევძლებთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით აზრთასხვადასხვაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევამ გამოიწვია. შედეგად, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა, თუმცა ოფიციალური განცხადება ამის თაობსზე არ დაუწერია.