საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი


13:23 10-04-2018
 საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, - აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზოგან აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +28, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.