აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

აშშ-ს მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსი მილიარდერების ზარალმა 17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index-ის რეიტინგი მეტყველებს.

ყველაზე დიდი ზარალი „ნორნიკელის“ პრეზიდენტს ვლადიმერ პოტანინს მიადგა, ვისი ქონებაც 2,28 მილიარდი დოლარით შემცირდა. „რენოვას“ კომპანიათა ჯგუფის ძირითადმა მფლობელმა ვიქტორ ვექსელბერგმა 1,28 მილიარდი დოლარი, ხოლო „ლუკოილის“ ხელმძღვანელმა და თანამმართველმა ვაგიტ ალეკპეროვმა კი 1,37 მილიარდი დოლარი დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. ახალ სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა. მათ შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.