აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდიბიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.
“ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად”, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ დატოვებს რეაგირების გარეშე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს. “ყველა გადაიხდის ფასს. ისინი ყველანი გადაიხდიან ფასს”,- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტების კითხვას, პასუხისმგებელია თუ არა ვლადიმერ პუტინი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “შესაძლოა და თუ ეს დადასტურდება, პასუხი მკაცრი იქნება”.