ივანიშვილის გუნდი უფრო ღრმა კრიზისში შეიძლება შევიდეს, ვინაიდან მას არ აერთიანებს საერთო პოლიტიკური მრწამსი

ივანიშვილის გუნდი უფრო ღრმა კრიზისში შეიძლება შევიდეს, ვინაიდან მას არ აერთიანებს საერთო პოლიტიკური მრწამსი

ივანიშვილის გუნდი უფრო ღრმა კრიზისში შეიძლება შევიდეს, ვინაიდან მას არ აერთიანებს საერთო პოლიტიკური მრწამსი, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობაში დაპირისპირება მისთვის მოულოდნელი არ იყო, თუმცა ოპოზიცია ამ პროცესების დასრულების მოლოდინში არ არის, ვინაიდან ოპოზიციის ამოცანაა შეიცვალოს ხელისუფლება არჩევნების გზით და საზოგადოების მობილიზება. 

„ჩემთვის არაფერი მოულოდნელი ამაში არ არის. მათ არაფერი აერთიანებდათ პოლიტიკური მრწამსის თვალსაზრისით. ნებისმიერ მოსახვევში ამ ტიპის პროცესები მოსალოდნელია და შეიძლება ივანიშვილის გუნდი უფრო ღრმა კრიზისში შევიდეს, თუმცა, ამისი ლოდინი ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენი ამოცანაა ხალხის მობილიზება და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.