ტყიბულში, ექვს ოჯახში გლოვაა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი გულისტკივილი

ტყიბულში, ექვს ოჯახში გლოვაა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი გულისტკივილი

„როგორც ყველა სიხარულს ახლავს სევდა, დღეს ტყიბულში, ექვს ოჯახში გლოვაა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო დიდი გულისტკივილი. სიტყვები არ მყოფნის, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები. აღდგომის დღევანდელ დღეს შეემსუბუქებინოს მათთვის ტკივილი. მინდა ეს ვუსურვო მათ,“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.