წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:55 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, თელ-ავივიდან თბილისში თვითმფრინავი 23:55 საათზე ჩამოფრინდება. 
წმინდა ცეცხლს მომლოცველები ჩამოიტანენ. 

წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. 

სააღდგომო ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება. 

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:17 საათზე გადმოვიდა. 

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.