რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურა. კომენტარი სააგენტო „რია ნოვოსტისთან საუბრისას“ გააკეთა.
„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, პირველ რიგში კი შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. ამ ინფორმაციამ ჩვენში განცვიფრება გამოიწვია“, - განაცხადა კარასინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოში არსებული რუსეთის ინტერესების განყოფილების თანამშრომლისგან მოითხოვა შვიდი დღის განმავლობაში ქვეყნის დატოვება. გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად მიიღეს.