ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე, ვინაიდან მხარს უჭერს რუსეთთან კარგ ურთიერთობებს

ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე, ვინაიდან მხარს უჭერს რუსეთთან კარგ ურთიერთობებს

ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე, ვინაიდან მხარს უჭერს რუსეთთან კარგ ურთიერთობებს - განაცხადა ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან კურცმა.

„ევროკავშირის ქვეყნების მესამედმა არ გააძევა რუსი დიპლომატები, მათ შორის ჩვენც უარი ვთქვით ამაზე. მე ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მივიღე, ვინაიდან ავსტრიაში არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბბინაა განლაგებული, როგორიცაა გაეროსა და ეუთოს განყოფილებები. ყოველდღიურად ასობით დიპლომატი აწარმოებს მოლაპარაკებას ვენაში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა კურცმა ტელეარხ Puls 4-ის ეთერში.

კურცის თქმით, ავსტრიამ, როგორც ევროკავშირის წევრმა, სხვა ქვეყნებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება გამოეწვიათ ევროკავშირის ელჩი მოსკოვიდან ბიუსელში კონსულტაციებისთვის.

„ამ მკაცრი ზომით გავაკრიტიკეთ რუსეთი და დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოვუცხადეთ“, - დაამატა კურცმა.

27 მარტს ცნობილი გახდა, რომ ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე. შესაბამისი განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა გააკეთა.