სკრიპალის საქმე ინსცენირებული საბაბი იყო იმისათვის, რომ რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევება მომხდარიყო

სკრიპალის საქმე ინსცენირებული საბაბი იყო იმისათვის, რომ რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევება მომხდარიყო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბევრ ქვეყანას, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევა, უბრალოდ ხელები ამოუგრიხეს. მისი თქმით, რუსეთის შემდგომი დემონიზაციისთვის უხეშ პოლიტიკურ პროვოკაციას აქვს ადგილი.

„სკრიპალის საქმე ინსცენირებული საბაბი იყო იმისათვის, რომ რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევება მომხდარიყო არა მხოლოდ აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, რომლებსაც უბრალოდ ხელები ამოუგრიხეს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვის თქმით, საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური ეთიკის ასეთი გამასხარავება დიდი ხანია არ უნახავს.

„ჩვენ განვაგრძობთ ადეკვატური პასუხის გაცემას ასეთ ნაბიჯებზე, მაგრამ ამავდროულად გვსურს ჭეშმარიტების დადგენა. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ სათანადო გამოძიებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე დასძინა, რომ დასავლეთს არ გამოუვა მოსკოვის მიერ დასმული კითხვების უგულებელყოფა.