იენს სტოლტენბერგი:  ალიანსი არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას

იენს სტოლტენბერგი: ალიანსი არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ცდილობს რუსეთის იზოლირებას სოლსბერის მოწამვლის შემდეგ, მაგრამ მას მოუწია ეპასუხა ამ თავდასხმისთვის, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

„განვაგრძობთ სწრაფვას რუსეთთან საუკეთესო ურთიერთობებისადმი, რადგან რუსეთი ჩვენი მეზობელია. რუსეთი მეზობლად უნდა დარჩეს. ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთის იზოლირებისკენ“, - განაცხადა გენმდივანმა.

მისივე თქმით, ნატო შეშფოთებულია უფრო მეტად რუსეთის აგრესიული ქცევით, რომელმაც, სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზება განახორციელა, მხარი დაუჭირა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს და სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაერია.

„არსებობდა მიზეზი იმისა, თუ რატომ მოახდინეს ისეთი რეაგირება ნატომ და მისმა მოკავშირეებმა, როგორი რეაგირებაც მოახდინეს სოლსბერიში თავდასხმაზე, რადგან ეს არ იყო ერთეული შემთხვევა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გასულ კვირას ნატომ ალიანსში რუსეთის მისია 20 რუსი დიპლომატით შეამცირა.