მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურის მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს

მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურის მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს

მოსკოვში, „კურსკის“ სარკინიგზო სადგურის მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

„ამ ეტაპზე „კურსკის“ სარკინიგზო სადგურის მგზავრებისა და პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს, რაც შემოსულ ანონიმურ ზარს უკავშირდება“, - განაცხადა „რუსეთის რკინიგზის“ წარმომადგენელმა.

სამართალდამცველები სარკინიგზო სადგურის შენობას ამოწმებენ.