პოლიციის ინფორმაციით, YouTube-ის შტაბბინაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, ერთი კი გარდაიცვალა

პოლიციის ინფორმაციით, YouTube-ის შტაბბინაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, ერთი კი გარდაიცვალა

კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, ერთი კი შენობაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. მათივე ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა. „ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში მომხდარი სროლის შესახებ. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთანაა, ვისაც შეეხო ეს ინციდენტი“, - წერს ტრამპი.

მანვე მადლიერება გამოხატა იმ სამართალდამცველებისადმი, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.