საქართველოს ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიყენა, რათა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა რუსეთი

საქართველოს ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიყენა, რათა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა რუსეთი

საქართველოს ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება გამოიყენა, რათა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა რუსეთი და ნატო-ს მიმართულებით აღებული კურსისთვის გაესვა ხაზი, - ამის შესახებ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა ე.წ. პრეზიდენტთან ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრა ჩაშალა და სცადა ეს იმით აეხსნა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფონზე მათ სხვა საკითხების განხილვა არ შეუძლიათ. ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ დღის წესრიგში შეტანილი სხვა საკითხებიც ასევე მნიშვნელოვანია საზღვართან მცხოვრები მოსახლეობისთვის. ქართულმა მხარემ სცადა, ტატუნაშვილის გარდაცვალება ჩვენი მისამართით დემაგოგიური ბრალდებებისთვის გამოეყენებინა. მე ვუპასუხე მათ, რომ ქართულ მხარეს ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის გარდა არანაირი საბუთი არ აქვთ და რომ მათი საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ ხასიათს ატარებს“, - განაცხადა ჯიოევმა.