არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება

არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება

არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, - ამის შესახებ საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება.

პრემიერის განცხადებით, პრაგმატული და გაწონასწორებული პოლიტიკით, შესაძლებელია გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა.

„რათქმაუნდა, ნომერ პირველ ამოცანად რჩება ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანება. ამ მიმართულებითაც, მიუხედავად გამოწვევებისა, მიუხედავად უმძიმესი პროვოკაციებისა, მიუხედავად ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების რისკებისა, რომლებიც არსებობს, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პრაგმატული პოლიტიკით, გაწონასწორებული პოლიტიკით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს პოლიტიკა არ გავა კომპრომისებზე, არც ერთი კომპრომისი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებებში და ტერიტორიულ მთლიანობაში არ იქნება, მაგრამ შესაძლებელია ჩვენ მივაღწიოთ გრძელვადიან სტაბილურობას და მშვიდობას თანმიმდევრულობით, ყველა თქვენგანის ჩართულობით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია, ეს იქნება რეალობა საქართველოში და ამას ბევრი წელი არ დასჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.