15 ივლისს, 19 საათზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გორში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, -განაცხადა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე. მისივე თქმით, 14 ივლისს კოალიციის ლიდერი ფშავს ეწვევა და ვაჟაობის დღესასწაულს დაესწრება.
ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძე კოალიციაში შემავალი სუბიექტების დაჯარიმებისა და "ქართუ ჯგუფის" აქციათა პაკეტის აუქციონის წესით გაყიდვის ფაქტებსაც შეეხო.