პოლიცია ვარაუდობს, რომ სკრიპალებისთვის რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას შეიცავდა

პოლიცია ვარაუდობს, რომ სკრიპალებისთვის რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებას შეიცავდა

სკრიპალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ დაკითხა ქალი, რომელმაც სკრიპალებს რუსეთიდან წიწიბურა ჩაუტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი სკრიპალმა ქალიშვილს რუსეთიდან წიწიბურის, დაფნის ფოთლისა და სანელებლების ჩამოტანა სთხოვა. თუმცა იულია სკრიპალს წიწიბურის ჩატანა დაავიწყდა და ამის გაკეთება სთხოვა ქალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში სხვა რეისით ჩაფრინდა.

გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, პოლიცია ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ჩატანილი წიწიბურა, შესაძლოა, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკს“ შეიცავდა.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს.