იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა ქალაქ ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი გაქურდეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა ქალაქ ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი გაქურდეს

იტალიაში ქალაქ ბარიში ფულადი გზავნილების ოფისი საქართველოს მოქალაქეებმა გაქურდეს, -აღნიშნულის შესახებ იტალიური გამოცემა Il Quotidiano Italiano იუწყება.

ინციდენტი გუშინ, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფულადი გზავნილების ოფისი საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნის.

დაყაჩაღებისას მძარცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა მათ მოახერხეს რამდენიმე ასეული ევროს გატაცება და მიმალვა.

პოლიციამ სათვალთვალო კამერებიდან მძარცველების სურათები ამოიღო. მიმდინარეობს ძიება.