ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში მგზავრობისას ქვეყანაში არსებული ანტიდასავლური განწყობების გამო სიფრთხილე გამოიჩინონ, - ამის შესახებ ნათქვამია ავსტრალიის საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერში. 

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტურისტებს მოუწოდებს, რუსეთში ყოფნისას სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები ან დემონსტრაციები მიმდინარეობს და ასევე არ ჩაებან პოლიტიკის შესახებ დისკუსიებში.

„პოლიტიკური დაძაბულობის გაძლიერების გათვალისწინებით, თქვენ უნდა უფრთხილდეთ ანტიდასავლური განწყობების ან დევნის გამოვლინებას“, - მიმართავს ავსტრალიის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს. 

გარდა ამისა, უწყება ავსტრალიის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ჩრდილოეთ კავკასიაში გამგზავრებისგან.