პრემიერმა ვანსა და ხონში სტუმრობისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, მაგრამ არ გახსენებია ფაროსანა, რომელსაც დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი

პრემიერმა ვანსა და ხონში სტუმრობისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, მაგრამ არ გახსენებია ფაროსანა, რომელსაც დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი


13:06 31-03-2018
 გიგი უგულავა - პრემიერმა ვანსა და ხონში სტუმრობისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, მაგრამ არ გახსენებია ფაროსანა, რომელსაც დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. 

მისი თქმით, სამწუხაროდ, გიორგი კვირიკაშვილს აზიური ფაროსანა არ გახსენებია.

“ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც აქ დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, მაგრამ მოახერხა "ევროპულ საქართველოსთან" მიმართებით გაემეორებინა პუტინის რუსეთის ბრალდებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მას არ შეუმჩნევია სრული უიმედობა და უპატრონობა რეგიონში, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში ისაუბრა რაღაც გაუგებარ კარტბლანშებზე. „ოცნება“ შესაძლოა მართლაც ერთი კაცის კარტბლანშით არსებობს, მაგრამ ჩვენ და ქართული საზოგადოება ვცნობთ მხოლოდ მანდატს, რომელსაც არჩევნების გზით იძლევიან ჩვენი თანამოქალაქეები. ამდენად, სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ ხალხის პრობლემებისგან მოწყვეტილი, შეუფერებელი ჟარგონით მოსაუბრე, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში მყოფი მთავრობის თავმჯდომარე, რაც ძალიან სახიფათო და საგანგაშოა ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გავრცელდა ჭორი, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულწილად კარტბლანშს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს. პრემიერის თქმით, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ქვეყნის წინაშე, გამორიცხულია.

“გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანაშრომლობა ან მეგობრობა. „ქართული ოცნება“ არის დღეს უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა შეუქცევა დად მიჰყავს წარმატებისკენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერმა განცხადება გუშინ გააკეთა, როცა ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გივი ჭიჭინაძე წარადგინა.