დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის დახურვის შესაძლებლობას განიხილავს, - წერს ბრიტანული გაზეთი Daily Mail. 

რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობა ლონდონის ჩრდილოეთ რაიონში მდებარეობს და მას ბრიტანეთის მთავრობაში „ჯაშუშების ბუდედ“ განიხილავენ, - იუწყება The Telegraph წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გარდა სავაჭრო წარმომადგენლობისა, კრემლს კიდევ სამი „ბაზა“ აქვს დიდ ბრიტანეთში: საელჩო, გენერალური საკონსულო და უძრავი ქონება ლონდონის მიმდებარე საგრაფოებში.

ურთიერთობები ლონდონსა და მოსკოვს შორის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ დაიძაბა. ლონდონი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაში მოსკოვს ადანაშაულებს.

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, მისი ქალიშვილის იულიას მდგომარეობა კი უკეთესდება.

ამის გამო ლონდონმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც მსგავსი ნაბიჯები მოჰყვა მსოფლიოს 29 ქვეყნის მხრიდან. თავის მხრივ, გუშინ მოსკოვმა რიგი ქვეყნების ელჩებს დიპლომატების საპასუხო გაძევების გადაწყვეტილების შესახებ განუცხადა.