რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დანიშნა

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი „ელჩი“ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩად“ ალექსეი დვინიანინი დანიშნა. შესაბამისი ბრძანება საჯარო ინფორმაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„დაინიშნოს ალექსეი არკადის ძე დვინიანინი აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად“, - ნათქვამია ბრძანებაში.

შესაბამისად, პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის „ელჩის“ თანამდებობიდან სემიონ გრიგორიევი გაათავისუფლა.