რუსეთის საგარეო უწყებაში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს

რუსეთის საგარეო უწყებაში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

„30 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებული არიან რუსეთში აკრედიტირებული უცხოური დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, რომელთა ქვეყნებმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგეს რუსეთთან მიმართებაში ე.წ. სკრიპალის საქმეზე დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის ნიშნად. მათ გადაეცემათ საპროტესტო ნოტები და ასევე განვუცხადებთ საპასუხო ზომებზე, რომელსაც მათ ქვეყნებთან მიმართებაში რუსეთი გადადგამს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში. 

სკრიპალის საქმეზე დიდ ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად, აშშ-მ, ავსტრალიამ, კანადამ და ევროპის ქვეყნებმა საერთო ჯამში, თავიანთი ქვეყნებიდან 152 დიპლომატი გააძევეს.