გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგს გამართავს

გიორგი კვირიკაშვილი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგს გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის ბრიფინგი 10:00 საათზე გაიმართება. ბრიფინგის თემა ამ დროისთვის უცნობია. 

არსებული ინფორმაციით კი, პრემიერი განცხადებას სავარაუდოდ, მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე გააკეთებს.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანხმად, პოსტს ტოვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და მის ადგილას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი დაინიშნება.