გენგეგმის პროექტის ჩაგდება რომ მდომოდა, ამას მაშინ გავაკეთებდი, როდესაც 45-დღიანი ვადა მივეცით „სითი ინსტიტუტს“, რათა გამოესწორებინა ყველა ის შენიშვნა, რაც ჩვენ მივეცით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თბილისის მერიის ყველა თანამშრომელი და თვითონ მოტივირებულია იმისკენ, რომ მოხდეს მაღალხარისხიანი პროექტის მიღება, რითაც მომავალ წელს თბილისი განვითარდება.
„გენგეგმის პროექტის ჩაგდება რომ მდომოდა ამას მაშინ გავაკეთებდი, როდესაც 45-დღიანი ვადა მივეცით „სითი ინსტიტუტს“, რათა გამოესწორებინა ყველა ის შენიშვნა, რაც ჩვენ მივეცით. მე ამის სრული უფლება მქონდა. მე ეს არ გავაკეთე, რადგან ყველანი მოტივირებულები ვართ, რომ დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა იყო ხარისხიანი დოკუმენტი, ამით უნდა ისარგებლოს მთელმა ქალაქმა და გვინდა, რასაც მივიღებთ, იყოს ხარისხიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.