კურტ ვოლკერი:  რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთი საპასუხო მოქმედებისთვის მზადაა

კურტ ვოლკერი: რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთი საპასუხო მოქმედებისთვის მზადაა

ახლა ჯერი რუსეთზეა იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი მოქმედებები ძალიან შორს წავიდა. აღნიშნული განცხადება ამერიკის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში და ყოფილმა ელჩმა ნატოში კურტ ვოლკერმა “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბრისას გააკეთა.

ვოლკერის თქმით, ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების ბრიტანეთთან სოლიდარობა “რუსეთის მიერ ნერვული გაზით უკიდურესად დაუდევარი და უხეშად გაბედული” თავდასხმის შემდეგ, სწორი რეაგირება იყო.

“რუსეთმა დაინახა, რომ მისი საქციელი მიუღებელია. ამ გადაწყვეტილების ალტერნატივა რეაგირების საერთოდ არ გაკეთება იყო, რაც მოსკოვს მწვანე შუქს აუნთებდა, ეკეთებინა ყველაფერი, რაც სურს. დღეს რუსეთმა დაინახა, რომ დასავლეთი საპასუხო მოქმედებისთვის მზადაა. ახლა ჯერი რუსეთზეა, იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი მოქმედებები ძალიან შორს წავიდა”, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.