„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია

საქართველოს“ შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით სწორი ნაბიჯია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩვენ თავიდანვე ეს პოზიცია გვქონდა, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს თავისუფალი სამყაროს რეაქციას რუსეთის ფედერაციის აგრესიაზე გაერთიანებულ სამეფოში. სჯობს, რომ უფრო ადრე მომხდარიყო, მაგრამ ეს სწორი ნაბიჯია. საქართველო უნდა იყოს ასეთი რეაქციის ნაწილი. უბრალოდ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არათანმიმდევრულია და უფრო მეტიც, საზიანო და მავნებლური იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელისუფლება მომავალში ვაიძულოთ, რომ ნაკლებად არათანმიმდევრული და ნაკლებად მავნებლური იყოს, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.