ვლადიმერ პუტინმა, პეტრო პოროშენკომ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ვლადიმერ პუტინმა, პეტრო პოროშენკომ, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური საიტი იუწყება.

უახლოეს თვეებში რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ე.წ. მინსკის შეთანხმების შესრულების დაჩქარებაზე იმსჯელებენ.

„ნორმანდიული ფორმატის“ ქვეყნების ლიდერები ადასტურებენ მინსკის შეთანხმების ყველა ასპექტის (უსაფრთხოება, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხები) შესრულებისადმი საკუთარ ერთგულებას. უახლოეს თვეებში ისინი შეთანხმების შესრულების დაჩქარების შესაძლო გზებზე იმსჯელებენ“, - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.