რუსეთს იმაზე მინიშნებაც კი არ უნდა, რომ შესასრულებელი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

რუსეთს იმაზე მინიშნებაც კი არ უნდა, რომ შესასრულებელი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

რუსეთს იმაზე მინიშნებაც კი არ უნდა, რომ შესასრულებელი აქვს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის შეფასებისას განუცხადა.

ვოლსკის ინფორმაციით, განცხადების თავდაპირველი ტექსტი, რომელიც პირველ შეხვედრებზე იყო ჩამოყალიბებული, მნიშვნელოვნად შეიცვალა და ბევრი საკითხი შეთანხმდა, თუმცა “არის ერთი ეს პოზიცია, რომელიც რუსეთს აქვს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, უკან ვერ დაიხევს“.

“პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შედეგის გარეშე დამთავრებული ჟენევის შეხვედრა იმის არ ნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი არის წარუმატებელი. თავად ფორმატი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იყოს. შექმნილმა ვითარებამ ჩვენ ეს ალტერნატივა დაგვიტოვა. ამ ალტერნატივიდან გამომდინარე, ჟენევის შეხვედრებს თავისი წონა და მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება განცხადების მიღების საკითხს, რუსეთის ფედერაციის მთავარი ინტერესია, არ იყოს ლაპარაკი ოკუპაციაზე. უფრო მეტიც, განცხადების ტექსტთან მიმართებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დელეგაციებს სრულუფლებიანი მონაწილეობის საშუალება და უფლება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არც უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი ამ პოზიციას შეიცვლის, თუმცა გადავდგით ნაბიჯი - პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში ამბობს, რომ თუკი შესაძლებელი გახდება და ისეთი დოკუმენტი შეიქმნება, ჩვენ შეგვიძლია ამ დოკუმენტზე შემთანხმებელი მხარეების დონე გავზარდოთ და დოკუმენტს მეტი წონა მივცეთ. ჩვენს პოლიტიკურ ოპონენეტებს უნდათ, კარასინის ნებისმიერი განცხადება საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენენონ. რუსეთი ამას კარგად გრძნობს და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ჩვენთან შიდა დაპირისპირების ტენდენცია შენარჩუნდეს, ხოლო ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში - უშედეგობის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.