საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს

საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია, საქართველოს მიერ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ“, - განუცხადეს რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ სექციაში.

შეგახსენებთ, რომ სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში.

”სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.