ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა

ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა

ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები იმისათვის გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა, - ამის შესახებ ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უსაფრთხოების საკითხების განხილვისას ქართული მხარე შეეცადა ტატუნაშვილის სიკვდილი „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ დემაგოგიური ბრალდებებისთვის გამოეყენებინა.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ არგუმენტირებული პოზიცია წარადგინა ამ ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მიუღებელია ტატუნაშვილის სიკვდილის გამოყენება უხეში პოლიტიკური პროვოკაციებისთვის, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.