თვითაღიარებული ლუგანსკის ”უშიშროების სამინისტრო”:  დონბასში, ფრონტის ხაზზე დაქირავებული ქართველი მეომრები იმყოფებიან

თვითაღიარებული ლუგანსკის ”უშიშროების სამინისტრო”: დონბასში, ფრონტის ხაზზე დაქირავებული ქართველი მეომრები იმყოფებიან

დონბასის რეგიონში, ფრონტის ხაზზე დაქირავებული ქართველი მეომრები იმყოფებიან,- ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თვითაღიარებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ პრესსამსახურში განუცხადეს.

„ჩვენი წყაროს ინფორმაციით, 6 დაქირავებული ქართველი მეომარი სტანიცა ლუგანსკაიაში სადაზვერვო-ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის არიან გამწესებულები“, - განაცხადეს პრესსამსახურში.

მათივე თქმით, „სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ“ დაადგინა დივერსიული ჯგუფის წევრი მეომრების ვინაობა და მათ წინააღმდეგ „აგრესიული ომის დაგეგმვის, მომზადების, გაჩაღებისა და გატარების“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.