პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ მისცა საბაბი კარასინს, ეთქვა - თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათო

პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ მისცა საბაბი კარასინს, ეთქვა - თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათო

პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ მისცა საბაბი კარასინს, ეთქვა - თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათო! - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

ქანთარიას შეფასებით, გასაკვირი არ არის, ჟენევის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება და ის, რომ რუსეთის ფედერაცია არ აიღებს პასუხისმგებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე.

“ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, ისევე როგორც ყველა წინა შეხვედრა. ამასობაში ბავშვები იზრდებიან, მიდის დრო და შეხვედრები უშედეგოდ გრძელდება. საჭიროა რაღაც წინსვლა, რაღაც ბიძგი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ეს ბიძგი გააჩინა. პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტყუილები კი არ წერია - ყველაფერი მართალია, რაც იქ წერია, მაგრამ მე მაშინაც ვამბობდი, რომ იქნებ კონცენტრირება ერთ საკითხზე გაგვეკეთებინა და არა ყველაფერზე, რაც კი გვაწუხებს. რეზოლუციამ მისცა საბაბი კარასინს, ეთქვა: თქვენ ვერ ჩამოყალიბებულხართ, რა გინდათ - ერთი ხელით აკეთებთ იმას, რომ თითქოს ელასტიური პოლიტიკა და რაღაც ძაფების გაბმა გინდათ, ხოლო მეორე მხრივ, გვიწერთ რეზოლუციას, რითაც შლით იმას, რაზეც საუბრობთ, რომ გინდათ... აი, ეს არის საბაბი! ნუთუ არის საქართველოს თუნდაც ერთი მოქალაქე, ვისაც სჯერა, რომ რუსეთს ეტყვი: აი, შენ ხარ პასუხისმგებელი არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილზე და ის ამას აღიარებს და იტყვის: კი, მე ვარ პასუხისმგებლი ამ საშინელ ფაქტზე! რეზოლუციაში კონცენტრირება უნდა გაკეთებულიყო მომხდარის გამოძიებასა და იმაზე, რომ საგამოძიებო ჯგუფები დაშვებულიყო. ამ დროს რეზოლუციაში ლაპარაკია ყველაფერზე - რუსეთის მიერ აღიარების უკან წაღებაზე, ჯარების გაყვანაზე 2008 წლის ხელშეკრულების შესრულებაზე და აბსოლუტურად ყველაფერზე. ამ დროს, როცა ერთ-ორ კვირაში მასთან სალაპარაკოდ უნდა დაჯდე, ცოტა რუსეთ-საქართველოს ისტორიაც უნდა გახსოვდეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ.