ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც 2008 წლის აგრესიის შემდეგ შეიქმნა, არის ის, რაც საქართველოს გრძელვადიანად სჭირდება

ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც 2008 წლის აგრესიის შემდეგ შეიქმნა, არის ის, რაც საქართველოს გრძელვადიანად სჭირდება

ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც 2008 წლის აგრესიის შემდეგ შეიქმნა, არის ის ფორმატი, რაც საქართველოს გრძელვადიანად სჭირდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ფორმატი შეინარჩუნოს და თუ რუსეთი ფორმატის ჩაშლაზე წავა, მაქსიმალურად ეცადოს, ამით რუსეთს ზიანი მიადგეს.

„გრიგორი კარასინის რეაქცია არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, მან დაადასტურა ის, რაც ჩვენ ისედაც ვიცოდით - მიესალმა პრემიერ-მინისტრის წერილს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საზიანოა, რადგან იყო იმ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რაც უკვე მრავალი წელია რუსეთის ინტერესებში შედის; დაგმო პარლამენტის მიერ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით მიღებული რეზოლუცია, რადგან ის სწორად აყენებს საკითხს და რეალურად ავალებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც რუსეთს უქმნის პრობლემებს და ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია. რა თქმა უნდა, ზოგადად ჟენევის დღეს არსებული ფორმატი, რომელიც შეიქმნა 2008 წლის აგრესიის შემდეგ, არის ის ფორმატი, რაც საქართველოს გრძელვადიანად სჭირდება. თუ რუსეთს უნდა რომ ჩაშალოს ეს ფორმატი, ჩვენმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ზიანი მიიღოს რუსეთმა და ცალსახად მისი პასუხისმგებლობა იყოს ასეთ ნაბიჯზე წასვლა“, - აცხადებს გიგა ბოკერია, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.