ტერეზა მეი და ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რუსეთის მზარდი აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ

ტერეზა მეი და ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რუსეთის მზარდი აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა გააგრძელონ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, განაგრძონ რუსეთის მზარდი აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ტერეზა მეიმ მადლობა გადაუხადა ანგელა მერკელს იმ ძლიერი მხრდაჭერა და სოლიდარობისთვის, რომელიც გერმანიამ გაუწია დიდ ბრიტანეთს სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით.

„კანცლერი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება რუსეთის მზარდი აგრესიის წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.