ჟენევის მოლაპარაკებების რეფორმირების საკითხი არ განხილულა და არც ერთ მონაწილე მხარეს ეს საკითხი სხდომის მიმდინარეობისას არ დაუყენებია

ჟენევის მოლაპარაკებების რეფორმირების საკითხი არ განხილულა და არც ერთ მონაწილე მხარეს ეს საკითხი სხდომის მიმდინარეობისას არ დაუყენებია

ჟენევის მოლაპარაკებების რეფორმირების საკითხი არ განხილულა და არც ერთ მონაწილე მხარეს ეს საკითხი სხდომის მიმდინარეობისას არ დაუყენებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ განუცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ფორმატი მთლიანად პასუხობს იმ გამოწვევებს და საჭიროებებს, რაც დგას საქართველოში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„ჟენევის ფორმატის რეფორმირებასთან დაკავშირებით საერთოდ არ ყოფილა საუბარი. ჟენევის მოლაპარაკებებს სარეფორმო არაფერი სჭირს. ჟენევის ფორმატი არის უნიკალური და კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ უპასუხოს იმ ამოცანებს, რაც არის და რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის დოკუმენტებს, იურიდიულ სავალდებულო დოკუმენტებს. ამოცანაა, რომ ამ ფორმატმა უპასუხოს იმ გამოწვევებს, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ამოცანებს, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოიშვა 2008 წლიდან“, - აღნიშნა დავით დონდუამ.

დილიდან მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქართული მხარე კომპრომისზე წასვლას აპირებდა და იცვლებოდა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი არა მოპასუხე, არამედ მომლაპარაკებელი მხარე იქნებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში ავრცელებდა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნინო კალანდაძე, რომლის თქმითაც, დავით დონდუაზე ქართული მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა.