ვფიქრობთ, როგორ შევწყვიტოთ რაღაც ტექსტის განხილვა და ვისაუბროთ გეგმებზე

ვფიქრობთ, როგორ შევწყვიტოთ რაღაც ტექსტის განხილვა და ვისაუბროთ გეგმებზე

ამიერკავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ივნისში გაიმართება. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა. მისი ცნობით, დისკუსიის მონაწილეები ფორმატის გადახედვას აპირებენ.

„ჩვენ მოვილაპარაკეთ, აქ შევხვდეთ ივნისში და შესაძლოა, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ჟენევის დისკუსიების ფორმატი, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტის განხილვა და ვისაუბროთ რაღაც ერთობლივ პროექტებსა და მოქმედებათა გეგმებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის“, - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, ასეთი ფორმატის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა, ასევე, ვაჭრობის დამყარების შესახებ საკითხების განხილვა. „ჩვენთან სულ მალე იგეგმება შვეიცარიულ ფირმასთან შეთანხმების ძალაში შესვლა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააფორმა, ჩვენ კი, ვფიქრობ, უახლოეს კვირებში მოვაწერთ ხელს და დავიწყებთ ამ პროექტის რეალიზებას. ის შეიძლება გაუარესების მორიგი წერტილი იყოს, მაგრამ გვსურს, რომ ეს რეალურად მოქმედი სქემა იყოს, რომელიც დაგვეხმარება დავამყაროთ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მთლიანად რეგიონში“, - განაცხადა ლავროვის მოადგილემ. მანვე დასძინა, რომ საუბარი შესაძლებელია შეეხოს, ასევე, საგანმანათლებლო პროექტებსაც.