რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს

რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას გეგმავს

რუსეთს ჯერ არ უფიქრია ჟენევის დისკუსიებზე თავისი სტატუსის ამაღლების შესახებ ამიერკავკასიის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მისი რეფორმირების განხორციელებაზე ფიქრობს.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჯერ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენ ვფიქრობთ ჟენევის დისკუსიების რეფორმირებაზე, რადგან ბევრის მიღწევას ვერ ვახერხებთ. თუმცა, კარგია, რომ ადამიანები ჩამოდიან. ეს უკვე სტაბილურობის ფაქტორია“, - განაცხადა კარასინმა კითხვაზე, აამაღლებს თუ არა მოსკოვი დისკუსიებში თავისი მონაწილეობის დონეს საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ.